ანრი ჯოხაძემ ახალი კლიპი წარმოადგინა სიმღერაზე, სახელწოდებით „მაჩუქე ფრთები“, რომელშიც ის მომღერალ ნუცა შანშიაშვილთან ერთად გვევლინება. კლიპის პრემიერა გუშინ, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა და საზოგადოების ოვაციები დაიმსახურა.
„ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ვიდეოკლიპის დასრულებული ვერსია საჯაროდ გამომეტანა. მიხარია, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ამის დასტური ხალხის ემოციები იყო“, - განაცხადა ანრი ჯოხაძემ.