შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. დღეს ევა ბარბაქაძის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა - 20.000 ლარი შორენას ანგარიშზე კომპანია „სვეტმა“ ჩარიცხა.
როგორც იცით, ევა ამჟამად კვლავ თურქეთის კლინიკაში იმყოფება და რეაბილიტაციის კურსს გადის. შორენა თითქმის ყოველდღე სოციალურ ქსელში ევას ფოტოებს აქვყენებს, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ მონდომებით ცდილობს გოგონა სიარულს.
როგორც თავად შორენამ განაცხადა, რეაბილიტაციის კურსმა პირველი შედეგი უკვე გამოიღო, ევას ფეხზე მგრძნობელობა გაუუმჯობესდა.