ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ხალხს დახმარებას სთხოვს და მოუწოდებს, რომ ყველა ერთად ჰოსპისის ბავშვების (ჰოსპისი - დაწესებულება/სახლი, სადაც პალიატიურ მზრუნველობას უწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს) დასახმარებლად გავერთიანდეთ.
ნანუკამ სოციალურ ქსელში ვრცელი მიმართვა გამოაქვეყნა:
„ჩემო მეგობრებო, თქვენი დახმარებით არაერთხელ შევძელი რაღაც კარგის გაკეთება. როცა მითხოვია, ყოველთვის გულთან ახლოს მიგიტანიათ სხვისი პრობლემა. გავერთიანებულვართ ერთი პრობლემის ირგვლივ და ახლაც თქვენი იმედი მაქვს.
ყველა ერთად ჰოსპისის ბავშვების ირგვლივ მინდა გავერთიანდეთ. ადგილის, სადაც ისინი სიცოცხლის ბოლო დღეებს გაატარებენ. ბოლო დღეებს, რომელიც უნდა იყოს ყველაზე ზღაპრული მათ ცხოვრებაში. იმ ცხოვრებაში, რომელმაც მძიმე დიაგნოზი დასვა მათთვის. იმედი მაქვს, მათი რიცხვი ამ სახლში დროდადრო, უფრო და უფრო შემცირდება, მაგრამ რამდენიც არ უნდა იყოს ბავშვი ჰოსპისში მთავარია, რომ მათ სახეზე იყოს ღიმილი. ყველაზე რთული მისია აქვს ამ სახლს და ამიტომაც აუცილებლად უნდა არსებობდეს.
თუნდაც სიმბოლური 1 ლარი რომ გადარიცხოთ, ჩემი მეგობრების რაოდენობის მიხედვით ერთ მაგარ საქმეს გავაკეთებთ. კეთილ საქმეს. ყველაზე მძიმე დღეებს შევუმსუბუქებთ ბავშვებს.
თანხის ჩარიცხვა ან შეტანა შეგიძლიათ პირდაპირ ააიპ “ბავშვთა ჰოსპისის” ანგარიშზე: - საქართველოს ბანკი: GE31BG0000000368074900 GEL/USD/EUR, ან ვებგვერდზე არსებული გადარიცხვის ფუნქციის დახმარებით: www.childrenshospice.org.ge. გადარიცხვის დროს მიუთითეთ . შემოწირულობა ნანუკა ჟორჟოლიანის მეგობრისგან.
რაც უფრო მეტი გაავრცელებთ ამ პოსტს. მით უფრო მეტ ადამიანს ექნება საშუალება გაიგოს ამბის შესახებ. ეს კი მათ სიკეთის გაკეთების საშუალებას მისცემს. მადლობა, თქვენი იმედი ყოველთვის მაქვს“, - წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.