„ჩემი ცოლის დაქალების“ შემქნელებისგან, „რუსთავი 2“-ის მაყურებელმა გუშინ, 8 ივნისს, ახალი სატელევიზიო დრამა „ხელოვნური სუნთქვა“ იხილა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
განსაკუთრებული მოწონება სერიალის „საუნდტრეკმა“ დაიმსახურა. მას X Factor-ის მონაწილე ნინა ყიფშიძე ასრულებს.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც სერიალისთვის „საუნდტრეკი“ ჩავწერე. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რომ ამ სიმღერის შესრულება მე მანდეს. გუშინ მაყურებელმა პირველი სერია იხილა და ისევე, როგორც ფილმმა, მისმა „საუნდტრეკმაც“ დიდი მოწონება დაიმსახურა. ძალიან მიხარია, სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ ქუდის ვიდეოს და ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, - განაცხადა ნინა ყიფშიძემ OK!-სთან საუბრისას.