მომღერალ ანი ღონღაძის მეუღლე, გორის “დილას” ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე ავარიაში მოყვა. როგორც ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგის გუნდის წევრი, ნიკა ბაიდაური სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: „მეგობრებო, ყველას, ვისაც თუნდაც არ გიყვართ ფეხბურთი, გთხოვთ არ გაატაროთ ეს ფოტო და წაიკითხეთ: ეს ადამიანი არის ჩემი გუნდის, გორის „დილას“ წევრი, გიორგი თექთურმანიძე. ის ახლა კომატოზურ მდგომარეობაშია გუშინდელი ავარიის შემდეგ, აბსოლუტურად ყველას უმორჩილესად გთხოვთ ილოცოთ მისი გადარჩენისთვის და ასევე, მოიხსენიოთ დილა-საღამოს ლოცვებში. დიდი მადლობა ყველას“.
თავად ანი ღონღაძეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, მან სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით? „გთხოვთ ილოცეთ, რომ დამიბრუნდეს“.