მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი Maroon 5-ის კონცერტის შესახებ, სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა:
„როგორ მიყვარხართ, ვინც „მარუნ 5“-ზე იყავით! ესე იგი, სულით თინეიჯერები ხართ და ვინც მართლა თინეიჯერები ხართ, ჰო ხართ და ხართ! რაც შეეხება ადამს, უსმენოდ იმღერებდა, როცა ყურის ნიჟარები წვიმით სავსე ქონდა, აბა რას იზამდა...
თანაც, „ჯემიროქუაის“ იმ იტალიის კონცერტივით არ მოინდომებდა დასველებას და გრიპის აკიდებას, იმიტომ რომ, როცა სხვა კონცერტებზე გაფრინდება მილიონების ჩასაკუჭად, გაციებული არ უნდა იყოს... ყველანაირი სპეცეფექტების გარეშე, ცარიელი ბენდით სტადიონებს ავსებენ 20 წელია... 37 წლის ადამი ბიჭივით გამოიყურება მეტი რა ქნან?! ასე რომ, კაი ხალხს გაუმარჯოს!“, - სწერს სტეფანე.