თუ გუშინ საღამოს თქვენი Facebook ხარვეზებით მუშაობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს „მესენჯერს“ ახალი ემოციები (Emoji) დაემატა. Facebook-მა რამდენიმე თვის წინ დაანონსებული პირობა შეასრულა და სოციალურ ქსელს ახალი, მოძრავი და უფრო მრავალფეროვანი „ემოციები“ დაამატა.
ამიერიდან, თქვენ უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა „ემოციები“ პერსონალურ კომპიუტერებზე, ხოლო iOS და Android სმარტფონებს აღნიშნული სიახლე ეტაპობრივად დაემტება. Facebook-მა 1500–მდე ახალი „ემოცია“ განაახლა რომლებიც უკეთ ასახავენ გენდერული და კანის ფერის მქონე „ემოციებს“ 3D ფორმატში.
მიუხედავად Facebook-ის ამ შემოთავაზებისა, სოციალური ქსელის მომხმარებლები ახალი „ემოციების“ მიმართ უკმაყოფილებას უკვე აქტიურად გამოთქვამენ და ძველი „ემოციების“ დაბრუნებას ითხოვენ. გამოჩნდა საპროტესტო პოსტები Twitter-ზეც. როგორც ჩანს, Facebook-ის ერთგული მომხმარებლები, კომპანიის ამ სიახლეს ვერ ეგუებიან.