ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი დაინიშნა. როგორც ანიტას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, მისი რჩეული ანსამბლ „მძლევარის“ წევრი და ყოფილი მორაგბე ოთო მაისურაძე გახდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დანიშნავს წყვილი ქორწილს, მაგრამ როგორც ფოტოზე დატოვებული კომენტარებიდან ირკვევა, ამ თარიღს უახლოეს მომავალში გავიგებთ.
OK! ანიტას და ოთოს ბედნიერებას უსურვებს!