BBC თბილისში ვეგანური კაფე „კივის“ დარბევას ეხმაურება. ინფორმაციაში, რომელიც ვებგვერდზე გავრცელდა, ვკითხულობთ: "საქართველოს დედაქალაქში მდებარე ვეგანურ კაფე "
Kiwi"-ს 10-ზე მეტი ადამიანი დაესხა თავს. ულტრანაციონალისტებმა იქ მყოფ ადამიანებს შემწვარი ხორცი და სოსისები ესროლეს. თავდამსმხმელები მანამ გაუჩინარდნენ, სანამ პოლიცია შემთხვევის ადგილამდე მიაღწევდა. დაზარალებულების თქმით, ეს ნეონაცისტების ოინებია: "ისინი ვერ იტანენ ჩვენი ცხოვრების სტილს; იმას, თუ როგორ გამოვიყურებით, რა მუსიკას ვუსმენთ, რა იდეებს ვემხრობით; იმას, რომ ხორცს არ ვჭამთ და იმას, რომ ყოველთვის ვიცავთ სექსუალური უმცირესობების უფლებებს!".
Kiwi-ს მხარდამჭერების თქმით, ერთადერთი, რითაც სოლიდარობის გამოთქმაა შესაძლებელი, ამ კაფეში სიარულია. "ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში, თქვენ შეგიძლიათ გვერდით დაგვიდგეთ და დაგვეხმაროთ, თუნდაც უბრალოდ კაფეში ვიზიტით. ჩვენ ძალიან მადლობელნი ვიქნებით, თუ მოხვალთ, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ ისინი, ვისაც გვაღელვებს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი" - წერია Kiwi-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
BBC ასევე ეხება გასულ კვირას გამართულ აღლუმს, სადაც ქართველები, ანტიკომუნისტური ბანერებითა და ეროვნული დროშებით, 1991 წელს გამოცხადებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას აღნიშნავდნენ. საიტზე საუბარია 2013 წლის ლგბტ აქციის დარბევაზეც, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ჰომოფობიის მწვავე პრობლემა დგას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ Kiwi-ს რამდენიმე სტუმარმა უმნიშვნელო დაზიანება მიიღო. BBC ცდილობს, შემთხვევის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიოს. სრული მასალის წასაკითხად,
ეწვიეთ ბმულს.