ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია. ამჯერად ის ერთ-ერთ გადაცემას სტუმრობდა, რომელშიც სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. როგორც მოდელი ყვება ის რამდენიმე წლის წინ გააუპატიურეს – ვაშალომიძემ გადაცემის მსვლელობისას ცრემლების შეკავება ვერ შეძლო…
“ჩემთვის იმდენად რთულია ამაზე საუბარი, რომ არასდროს არ მიფიქრია რომ პიარი გამეკეთებინა ამით, ან ვიღაცისთვის მეთქვა. ბევრმა ჩემმა მეგობარმაც არ იცის, იმიტომ რომ არ მიყვარს ამაზე საუბარი.
ვიყავი 19 წლის, ვმუშაობდი მიმტანად ერთ-ერთ რესტორანში. გავიცანი ერთი ბიჭი, რომელიც მომეწონა – სიმპათიური, მოჭიდავე. მაგრამ არასოდეს მარტო არ მინახავს ის, ყოველთვის დაქალთან ერთად მივდიოდი და ვნახულობდი. ერთ საღამოს, როდესაც ძალიან დიდი თოვლი მოვიდა მითხრა, რომ თამუნა ძალიან დაღლილი იქნები და წაგიყვან. როდესაც ჩავუჯექი მანქანაში მომთხოვა, რომ ბენზინი ჩამესხა მისთვის. მქონდა სახელფასო ბარათი, რომელზეც ხელფასი მერიცხებოდა და ვუთხარი “წავალ ტაქსით, არ მინდა შენი წაყვანა”. ჩაკეტა მანქანა ავტომატურად და მითხრა რომ თუ ხმას ამოვიღებდი ან თუ გავინძრეოდი დამარტყამდა სახეში. დამიჭირა ხელები და აღარ გავაგრძელებ… შემდეგ წამართვა სახელფასო ბარათი, მე უნდა მოვიტანო ბენზინიო. მე გადავედი მანქანიდან, გავიქეცი, ტიტველი, ქურთუკი მქონდა შემოცმული, ქუჩაში გავედი, მაგრამ წარმოიდგინეთ აბურძგნული, ნამტირალევი, შიშველი და არავინ გამიჩერა მანქანა საერთოდ… შემდეგ დამირეკა და ვუთხარი, რომ წავედი პოლიციაში. მან დედაჩემს დაურეკა და უთხრა “მე და თამუნას გვქონდა სექსუალური ურთიერთობა და არ მიჩივლოს”. წავედით პოლიციაში, წავედი ექსპერტიაზე და დაიჭირეს.
მე არ მქონდა საშუალება, რომ ადვოკატი დამექირავებინა, იმიტომ რომ ვმუშაობდი დღეში 20 ლარზე. როდესაც პროცესი გაიმართა და მივედი სასამართლოში, მაშინ გავიგე რომ ჰყავდა ცოლ-შვილი…” – აცხადებს მოდელი სატელევიზიო ინტერვიუში…
წყარო: www.musicbox.ge