„დინამო არენა“ მსოფლიო ვარსკვლავის მასპინძლობისთვის მზად არის. რამდენიმე საათში რობი უილიამსი ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება.
ბრიტანელი მომღერლის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში გუშინ, გვიან ღამით დაეშვა. „ერთი სული მაქვს, მივიღო თქვენი სიყვარული. ამას ძალიან ველოდები. გთხოვთ იყავით კეთილგანწყობილი ჩემს მიმართ, მე თქვენი სიყვარული მჭირდება. მე ვიცი კარგი პუბლიკის ფასი”, – განაცხადა ვარსკვლავმა თბილისში ჩამოსვლისთანავე.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ღონისძიება საქართველოში პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება. „დინამო არენაზე“ ეს იქნება პირველი მასშტაბური ღონისძიება, როდესაც მას მსოფლიოში პოპულარული ვარსკვლავი დაიკავებს.
check in-ის შემდეგი ეტაპი ბათუმი იქნება. ზღვისპირა ქალაქში, 7 ივნისს, Maroon 5-ი „დაჩექინდება“