წელს შვედეთში გამართულმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსმა ბევრი ქვეყნის უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც შესაძლოა 2017 წლისთვის კონკურსში მონაწილეობაზე მინიმუმ 10–მა ქვეყანამ უარი განაცხადოს.
ამ საკითხით, ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian–იც დაინტერესდა. როგორც ჩანს, 2016 წელს, ევროვიზიაზე გამარჯვებულ უკრაინას, რეალურ გამარჯვებულად არ მიიჩნევენ, რადგან კონკურსის ფავორიტი, ჟიურის ხმებით ავსტრალია გახდა, ხოლო მაყურებლის რჩეული რუსეთის წარმომადგენელი, სერგეი ლაზარევი იყო.
ინტერნეტსივრცეში ევროვიზიას დღემდე აქტიურად განიხილავენ და 2016 წლის ევროფესტივალს ისტორიაში ყველაზე პოლიტიკურად ასახელებენ.
წლევანდელი ევროვიზიის შემდეგ, დაახლოებით ათმა ქვეყანამ შესაძლოია უარი განაცხადოს მომავალში კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე. ეს ქვეყნებია: რუსეთი, სერბეთი, ჩეხეთი, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია, იტალია, ალბანეთი (ფინანსური პრობლემების გამო) და მალტა.