ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი გოგონას მამა გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოტოხელოვანი საკუთარი Facebook-ის გვერდზე ავრცელებს და პატარა ანიტას ფოტოებსაც გვიზიარებს.
„ანიტა მადლობას გიხდით მოლოცვისთვის, კეთილი სურვილებისთვის. ძალიან ხარობს თბილი სიტყვების გამო. ის აუცილებლად კარგი მოქალაქე იქნება. ეყვარება საკუთარი სამშობლო, ადამიანები, ბუნება და ის გარემო, სადაც იცხოვრებს და გამოადგება იმ სახელმწიფოს, რომლის მშენებლობაშიც განგებამ ჩვენ მონაწილეობის საშუალება მოგვცა“, - წერს გოგა სოციალურ ქსელში.
ფოტოხელოვანი უამრავ მილოცვებს იღებს. ანიტა გოგას პირველი შვილია, ის 3.400 კგ და 51 სმ დაიბადა.
OK! ულოცავს გოგას ამ სიხარულს და ოჯახს ბედნიერებას ჯანმრთელობას და ბევრს ლამაზ დღეს უსურვებს.