ექსკლუზიურად, OKFM-ს პირდაპირ ეთერში, პორშე კლუბმა უპრეცენდენტო გათამაშება გამართა, რომლის სამი გამარჯვებული მსმენელი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, მთელი დღის მანძილზე ეზიარებოდა "პორშეს" - როგორც ცხოვრების სტილს.
სხვადასხვა ფერის, მოდელის და მონაცემების მანქანები გაერთიანდნენ იმისათვის, რომ აჩვენონ OK!-ს მსმენელს და მკითხველს თუ რა არის "პორშე", რით განსხვავდება სხვა მანქანებისგან და როგორი ადრენალინი მოაქვს იმ მანქანაში ყოფნას, რომლის სიჩქარეც 250 კმ.სთ.-ს აჭარბებს. Porsche Club Georgia და მისი დამფუძნებელი ლაშა ნარსია მომავალშიც გვპირდებიან მსგავს ექსკლუზიურ გათამაშებას და ლამაზი შოუების მოწყობას. ასე რომ, უსმინეთ ტალღას 104.7 FM და მართეთ პორშე FM განზომილებაში.