26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, დიზაინერ ნინო ჩხაიძისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა და იდეის განსახორციელებლად, მუშაობას სწრაფი ტემპით შეუდგა.
დიზაინერს ჩანაფიქრი, ახალგზრდა თაობისთვის, 26 მაისი ორიგინალურად მიელოცა და მათი ცხოვრების გაფერადებაზე ეზრუნა, იდეალურად გამოუვიდა. ნინომ ძალიან ტრენდულ „მილიტარი“ (სამხედრო) ქსოვილზე, საქართველოს რუკის აპლიკაცია დაიტანა და ორიგინალური სამოსის მოყვარულიებს, ახალი, ძალიან დახვეწილი დიზაინი შესთავაზა.
დიზაინერმა ნინო ჩხაიძემ OK!-ს თავის ახალ კოლექციასთან დაკავშირებით, ვრცელი ინფორმაცია მისცა.
თუ შეიძება მოკლედ მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ - რამდენი ხანია რაც ამ სფეროში მოღვაწეობთ?
ოთხი წელია რაც სამოსის შექმნა აქტიურად დავიწყე. დღეს ატელიე Ninellie/ნინელი რებრენდირებული სახით მოღვაწეობს ბაზარზე, სადაც მზადდება როგორც სამოსი, ასვე ინტერიერის გასაფორმებელი თანამედროვე აქსესუარები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტექნოლოგია რომლითაც მე ვმუშაობ არის ექსკლუზიური და არცერთი ჩემს მიერ შექმნილი ნივთი, არ მეორდება. ეს ტექნოლოგიაა „ფეჩვორქი“ და „ქვილთი“. 2015 წლის სექტემბერში, ჩემი პროექტი დაფინანსდა "საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს" მიერ, რომლის შედეგადაც ვიმყოპებოდი საფრანგეთში, სენტ-მარი-ო-მინეში, უდიდეს საერთაშორისო ტექსტილის ფესტივალზე European Patchwork Meeting ,რომელიც ყოველწლიურად ტარდება და სამინისტროს დახმარებით მომავალში ქართული ტეხსტილის ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი. ამჯერად კი, ბერლინის გამოფენისთვის ვემზადები. 3-23 ივნისი ჩათვლით ბერლინის ერთ-ერთ ცნობილ გალერეაში იქნება ჩემი ნამუშევრები გამოფენილი.
როგორც ვიცით დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შექმენით სპეციალური კოლექცია - რომ გვითხრათ , როგორ გაჩნდა იდეა, რომ სწორედ 26 მაისს წარმოგედნინათ აღნიშნული კოლექცია?
იდეა გაჩნდა სრულიად შემთხვევით და სპონტანურად. გამომდინარე იქიდან, რომ წელს მოდის სამყაროში ძალიან ტენდენციურია „მილიტარი“ (სამხედრო) ქსოვილის დიზაინი, ისედაც მქონდა გადაწყვეტილი კოლექციის გაკეთება. შემდეგ გამახსენდა ისიც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეც ახლოვდებოდა. გადავწვიტე ის ნეგატივი და დაძაბულობა, რასაც საქართველოში არსებული სხვადასხვა პრობლემების გამო, ბევრი ჩვენგანი განიცდის, ცოტა გამეფერადებინა და გამელამაზებინა. ძალიან ბევრისგან მესმის, რომ უნდა ქვეყნის დატოვება და სხვაგან წასვლა, მაგრამ ვთვლი, რომ ეს გამოსავალი არ არის. სამშობლოს წრფელი სიყვარული უნდა ვატაროთ თითოეულმა ჩვენთაგანმა გულით, რომ მომავალმა თაობამ უკეთეს საქართველოსი იცხოვროს. ვეცადე ეს მესიჯი სიმბოლურად გადმომეცა მაისურზე საქართველოს რუქის აპლიკაციით.
რომელ ქართველ მოდელებთან მოგიწიათ თანამშრომლობა?
ამ პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლე ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო და პროფესიონალ მოდელთან, კრისტი ყიფშიძესთან, რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდი მას. ასევე მადლობა მინდა მოვუხადო ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოს look models-ს, ამავე სააგენტოს მოდელს, ბერდია თოფურას არაჩვეულებრივი თანამშრომლობისათვის და მადლობა ფოტოფრაფ გიორგი ჩოხელს.
სად იქნება წარმოდგენლი თქვენი კოლექცია?
ჩემი „ფერადი საქართველო“-ს მაისურების შეძენა ჯერჯერობით შესაძლებელი იქნება ჩვენს ატელიეში Ninellie/ნინელი-ში, როგორც ფეისბუქ გვერდის მეშვეობით, ასევე ადგილზე მოსვლით. მომავალში ასორტიმენტი გაიზრდება და 26 მაისის ფარგლებსაც გასცდება კოლექცია. უკვე ჩაშვებულია სხვადასხვა სახის პროდუქცია სარეალიზაციოდ და ასევე გვაქვს უკვე რამოდენიმე მულტი ბრენდული სახის მაღაზიიდან შემოთავაზება ჩვენი პროდუქტის შეტანის.