ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ საქართველო დატოვა და გაურკვეველი ვადით საცხოვრებლად რუსეთში გაემგზავრა. აღნიშნულ ინფორმაციას „უSEXობა პატარა ქალაქში“-ის ავტორი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
“ჩემო ტკბილო და საყვარელო ადამიანებო, დასრულდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ურთულესი წელი მქონდა და მადლობა ყველას თანადგომისთვის. გტოვებთ და თან ჩემს გულს გიტოვებთ. არვიცი როდის დავბრუნდები, ან დავბრუნდები თუ არა საერთოდ.
ტკივილამდე მიყვარს საქართველო, არც დავფიქრდები ისე გავწირავ თავს, მაგრამ დგება მომენტი,როდესაც გვერდზე უნდა გადგე და ისე შეაფასო მოვლენები, იქნებ მეჩვენება, რომ რაღაც დალპა… ზუსტად ვიცი, სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ქართულ საქმეს გავაკეთებ და რიგითი ჯარისკაცივით საქართველოს ვემსახურები. მშვიდობით…”,- წერს ლალი მოროშკინა.
ლალი მოროშკინა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ, ასევე ავტორია წიგნების:
"მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი";
"უSEXობა პატარა ქალაქში";
"ყველა კაცი იდიოტი არ არის, ანუ როგორ გავთხოვდეთ";
"Poisoni - Skype-ით" ;
"მამაკაცის სურნელი".