29 მიასს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის „სეუ“-ს საკონცერტო დარბაზში, ოთხი წლის გიორგი ბუკიას დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას X Factor-ის „ნიჭიერის“ და „ახალი ხმის“ მონაწილეები მიიღებენ.
ოთხი წლის გიორგის, ექიმებმა უიშვიათესი დაავადების ნეირობლასტომის დიაგნოზი დაუდგინეს. გიორგი ამჟამად სტამბულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გიორგის სრული მკურნალობისთვის საჭიროა $130.000 დოლარი, რომელიც ოჯახს არ გააჩნია.
ამ მომენტისთვის გიორგის უტარდება ქიმიოთერაპია, რის შემდეგაც მას უნდა ამოეჭრას სიმსივნე და მოხდეს ძვლის ტვინის გადანერგვა. გიორგის ამჟამად ესაჭიროება შვიდი ქიმიოთერაპია. ექიმების ინფორმაციით გიორგის გადარჩენის შანსი 90%-ია, მაგრამ ოჯახი ფინანსების არქონის გამო, მკუნალობის გაგრძელებას ვერ ახერხებს.
გიორგის დასახმარებლად ქართველი მომღერლები ერთიანდებიან და ყველა ცნობილი და საზოგადოებისთვის საყვარელი სახე, აქტიურად ერთვება საქველმოქმედო ღონისძიებაში. მათ შორის არიან, წლევანდელი X Factor-ის ყოფილი მონაწილეებიც ლუკა ფიფია, მარიამ ჟორდანია, ლიზი შენგელია, ნინი მალხაზიშვილი და სხვები.
მარიამ ჟორდანია: როდესაც ბექამ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული ღონისძიება ჩაეტარებინა, მოგვმართა X Factor-ის ბავშვებს, რაზეც უარი არ მითქვამს, პირიქით ძალიან გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი. ბედნიერი ვიქნები თუ ჩემი წვლილით პატარა გიორგის დახმარებას შევძლებთ.
ლუკა ფიფია: ბექამ დამირეკა და მთხოვა, რომ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა, ძალიან გამიხარდა და მეც აქტიურად ჩავერთე საორგანიზაციო საკითხებში. 29 მაისს ყველანი ვერთიანდებით გიორგის დასახმარებლად და იმედია, რომ ჩვენი ეს ჩანაფიქრი სასურველ შედეგს გამოიღებს და მის გადარჩენაში საკუთარ წვლილს შევიტანთ.