2017 წელს, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციის OGAE-ს წევრი გახდება. OGAE არის ევროვიზიის გულშემატკივართა საერთაშორისო კლუბი, რომელიც 1984 წელს ფინეთში დაარსდა. OGAE წარმოადგენს არასამთავრობო, არაპოლიტიკური და არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც შედგება 45 კლუბისგან, როგორც ევროპაში, ასევე მის გარეთ.
OGAE Georgia-ს მომავალ პრეზიდენტს, რეზო მამსიკაშვილს დაევალა სხვადასხვა აქტივობების ჩატარება ქვეყნის მასშტაბით, რისი შესრულებიც შემდეგაც, 2017 წელს, წარსდგება 42 ქვეყნის OGAE-ს პრეზიდენტთა შეხვედრაზე და გამართავს პრესკონფერენციას.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ მოიპოვოთ კლუბის წევრობის სტატუსი, უნდა გააგზავნოთ თქვენი CV (http://bit.ly/1E7TYxt) მითითებულ ელექტრონულ მისამართზე 1 ივნისამდე: ogaegeorgia@gmail.com - ასაკი შეზღუდული არ არის.