სელფით შეპყრობილი თაობა - სწორედ ასე შეგიძლია ვუწოდოთ 21-ე საუკუნეს. მილიარდობით ადამიანი და უფრო მეტი სელფი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, მაგრამ ამ ყველაფერსაც სჭირდება განვითარება.
რამდენიმე დღის წინ მსოფლიომ ავტომატური სელფის ჯოხი გაიცნო, რომელიც სულ რამდენიმე საათში მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ განსახილველ თემად იქცა.
ახალი სელფის ჯოხის პრომო ვიდეო ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ მსოფლიოში და უპრეცედენტო რაოდენობის ნახვები დააგროვა.
ახალი სელფის ჯოხი ძველისგან სრულიად განხვავებულია და დამატებული აქვს ისეთი ფუნქციები როგორებიცაა, ავტომატური „ფლეშ“ განათება და ე.წ. ფენი, რაც სელფის გადაღების პროცესში ქარიანი ამინდის შექმნის იმიტაციაში დაგეხმარებათ.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში Google-ს საძიებო სისტემაში ყველაზე აქტიური შეკითხვა იყო - სად შეიძლება შევიძინოთ ავტომატური სელფის ჯოხი? რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე ინოვაციური და პრაქტიკული სელფის ჯოხი, რაც კი აქამდე შექმნილა, მაგრამ სამწუხაროდ, მილიარდობით ადამიანს იმედი გაუცრუვდა, რადგან ეს სასიხარულო ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და ავტომატური სელფის ჯოხი არ იყიდება.
ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო, კომპანია Thinkmodo-მ შექმნა, რომელიც 2011 წელს, ნიუ-იორკში, მწერალმა და რეჟისორმა ჯეიმს პერსელეიმ და მაიკლ კრივისმა დააფუძნეს. Thinkmodo ვირუსული მარკეტინგისა და ეფექტური ვიდეორგოლების მწარმოებელ ბრენდს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება.
პროდიუსერმა სემ პუზულომ გადაწყვიტა ახალი სატელევიზიო შოუს შესახებ, რომელიც 6 ივნისს ტელეეკრანებზე გამოჩნდება, მსოფლიოს Thinkmodo-ს მიერ შექმნილი ვირუსული ვიდეოთი გაეგოთ, რაც ალბათ, დამეთანხმებით, რომ ნამდვილად კარგად გამოუვიდათ, მაგრამ სელფის მოყვარულებს იმედი გაუცრუვდათ.