თბილისის „ბუდა ბარი“ ძალიან მალე საკუთარ მომხმარებელს საოცარი სიურპრიზებით გაანებივრებს. ამ სასიხაურლო ამბების მოლოდინში კი, „ბუდადან“ პირველი სიახლე უკვე გვაცნობეს.
ხვალ, 20 მაისს, 21:00 საათიდან თბილისის „ბუდა ბარი“ ყველაზე ხარისხიანი მუსიკის მოყვარულებს უმასპინძლებს და მელომანებს საოცარ საღამოს დაახვედრებს, რადგან ამ არაჩვეულებრივ ადგილას მოწვეულია პარიზის ერთ-ერთი წამყვანი დიჯეი - Franck Roger-ი.
დიჯეიმ და პროდიუსერმა, ფრენკმა მთელ მსოფლიოში უკვე დაიმკვიდრა თავი, როგორც გამორჩეულად ნიჭიერმა ხელოვანმა, რომელიც უახლესი ტენდენციების მიუხედავად, ინარჩუნებს პოპულარობას. მისი მუსიკა მუდმივად ხარისხიანია, რაც ფრენკმა ჰაუსის საფუძვლებისადმი ჭეშმარიტი ერთგულებით აითვისა. როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგული ბრენდის, "რეალ ტონის" ხელმძღვანელი, ფრენკი დაეხმარა ახალი ტალანტების გამოზრდას და მხარში ამოუდგა თავის სამშობლოში მოღვაწე მრავალ სახელგანთქმულ არტისტს. მიღწევების ასეთი შთამბეჭდავი სიის გამო, შეგიძლიათ არაფრად ჩააგდოთ ფრენკის მზარდი თვითკმაყოფილება, პირიქით, ამჟამად იგი ახალ მიმართულებას იღებს და საკუთარი თავის ხელახალ ინვესტირებას ახდენს. ფრენკმა საკუთარი სიცოცხლე მუსიკას მიუძღვნა და მიაღწია უბადლო ხარისხს. Home Invasion შესანიშნავი მომდევნო ნაბიჯია იმ ადამიანის კარიერაში, რომელიც საფრანგეთის ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩება გლობალურ სცენაზე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხვალ „ბუდა ბარი“ არა მხოლოდ ფრანგ დიჯეის, არამედ ქართველ მუსიკოსს, გოგი ძოძუაშვილსაც უმასპინძლებს, რომელიც „ბუდა ბარის“ სტუმრებს საკუთარი მუსიკით მონუსხავს.