რომანტიკული გაზაფხულის მიწურულსა და ფერადი, მზიანი ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი გულები სიყვარულითა და დადებითი ემოციებით ივსება. ეს კი, საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს მთელი ცხოვრების თქვენს გვერდით გატარება სთხოვოთ და საქორწინო სამზადისს შეუდგეთ.
ქორწინებისთვის ყველაზე პოპულარული სეზონი კი, თბილისის ზღვასთან მდებარე სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გრანდიოზული საქორწინო გამოფენა/შოუთი გაიხსნა, რომელიც 14 მაისს გაიმართა. საქართველოში საქორწილო გამოფენა მსგავსი ფორმატით პირველად ჩატარდა და მასში მონაწილე კომპანიებმა მისულ სტუმრებს სხვადასხვა სახის პროდუქტი, ინვეტარი და საოცარი განსხვავებული და დახვეწილი სერვისი შესთავაზეს. დასაოჯახებელ წყვილებს მიეცათ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, გადაეჭრათ ქორწილის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემა და შეერჩიათ სასურველი საპატარძლო კაბა, სილამაზის სალონი, საქორწილო ტორტი, ყვავილები, ფოტოგრაფი, მუსიკოსები, მოცეკვავეები, სამკაულები და სხვა.
ყველაზე მასშტაბურ საქორწილო გამოფენაზე მისულ სტუმრებს შეეძლოთ „ჰოთელს & პრეფერენსის“ შეფმზარეულის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძების დაგემოვნება. თვალისმომჭრელი ინტერიერისა და კომფორტული გარემოს ტანდემის გარდა, ორგანიზატორებს არც სიურპრიზებით დატვირთული საქორწილო პროგრამაც არ დავიწყებიათ, რომელმაც გრანდიოზული ხელისმოწერის ცერემონიალით ჩაიარა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს არის პირველი საქორწინო შოუა, რომლის ორგანიზატორი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს თბილისია“. ეს შოუ ყველაზე დიდ საქორწინო სივრცეში გაიმართა.