„ჯეოსტარის“ გამარჯვებულმა და უკრიანული „ახალი ხმის“ ფავოროტმა კონკურსანტმა, მომღერალმა ოთო ნემსაძემ ტაქსისტობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას მომღერალი საკუთარი სოციალური ქსელის დახმარებით ავრცელებს და იმედოვნებს, რომ ბევრი კლიენტი ეყოლება:
„დროებით შემოგიერთდით, თქვენი თანადგომა მჭირდება. აქ ერთ კარგ იდეას წავაწყდი: ადრე, ადამიანები ტაქსაობდნენ და მერე ამ ფულით გაჭირვებულებს ეხმარებოდნენ, მეც გადავწყვიტე ტაქსაობა. იმედია, ბევრი კლიენტი მეყოლება, ბევრ ფოტოსაც გადავიღებთ და ძალიან ბევრ ადამიანსაც გავახარებთ.
17 მაისს, სამშაბათს, დილის 09:00-დან საღამომდე თქვენს განკარგულებაში ვარ, გამომიძახეთ როგორც კომენტარებით, ასევე, ნომრით, რომელსაც სამშაბათსვე მივუთითებ, გააზიარეთ და მეგობრებსაც უთხარით. იქნებ ბევრს დასჭირდეს ტაქსი.
მადლობა თქვენ, მუდამ თქვენი ოთარა“, - წერს ოთო ნემსაძე.