როგორც ცნობილია შორენა ბეგაშვილი და მისი შვილი ევა ბარბაქაძე, გუშინ, სპეციალური რეისით თურქეთში გაემგზავრნენ, სადაც ევას უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდება.
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ ევას ოპერაციას 1 საათში გაუკეთებენ:
"ევა ერთ საათში საოპერაციოდ შეყავთ. მანამდე კი, ოფიციალური ცნობები ამ დროისთვის:
ძალიან დიდი მადლობა კახი კალაძეს, რომელიც ევასთვის 10,000 ლარს გადარიცხავს!
დიდი მადლობა "ჯანდაცვის სამინისტროს", რომელიც საკუთარი ფონდიდან $10,000 დოლარს რიცხავს.
და, რაც მთავარია, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი ბიუჯეტიდან ნებისმიერი ოდენობის თანხას რიცხავს შორენა ბეგაშვილის ანგარიშის ნომრებზე.
გავაგრძელოთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ. ფაქტია, როცა ბევრნი ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებით, მცირედიც მნიშვნელოვნად აისახება თანხის საბოლოო კალკულაციაზე.
ევას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მუდმივად მოგაწვდით ყველა სიახლეს - თქვენი დახმარებით, პოზიტიურს! ", - წერს "რუსთავი 2"–ს საერთაშორისო პროექტების PR მენეჯერი სალომე ლილუაშვილი.
"საქართველოს ბანკი":
GE57BG0000000642055200
"TBC" ბანკი:
GE61TB7723536010100019 (GEL)
GE40TB1123536110100031 (USD)
ბანკი „რესპუბლიკა“:
GE39BR0000010929691997
მიმღები: შორენა ბეგაშვილი