მსახიობისა და ტელეწამყვანის, შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე უკვე თურქეთის კლინიკაშია. ევა გუშინ ღამით სპეციალური რეისით გადააფრინეს. შორენა ბეგაშვილმა Facebook-ის დახმარებით მთელ საქართველოს მადლობა გადაუხადა:
"ჩემო საყვარელო ხალხო, მადლობა გვერდში დგომისთვის. ჩვენ მოვაგროვეთ რაღაც ნაწილი თანხის და ოპერაციის პირველადი შენატანი გვაქვს. მადლობა ავიაკომპანია "ატლასგლობალს", რომელმაც სპეციალიზირებული გადაყვანა უზრუნველყო. ჩვენ წავედით და ვეცდები იქიდან ინფორმაცია სულ მოგაწოდოთ. მიყვარხართ და მადლობა", - წერს შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში.
"საქართველოს ბანკი": GE57BG0000000642055200
"TBC ბანკი": GE61TB7723536010100019 (GEL) / GE40TB1123536110100031 (USD)
ბანკი „რესპუბლიკა“: GE39BR0000010929691997
მიმღები: შორენა ბეგაშვილი