მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტების გამოსვლას facebook-ის დახმარებით ეხმაურება. მომღერალმა ნიკა გვარამიას კრიტიკას უპასუხა:
"საოცარი გამოსვლა ქონდათ. ესეთი ამაყი არასოდეს ვყოფილვარ. მქონდა ბედნიერება და შეხება მქონია ევროვიზიის შიდა სამზარეულოსთან. ყველაზე მიკერძოვებული და პოლიტიკური კონკურსია .ამიტომ თუ გამოდიხარ, უნდა გაატრაკო როგორც შეგიძლია და ეს გამოსვლა გატრაკების საუკეთესო საშუალება იყო. სუპერ, ისე მომეწონა... წარმატებებს ვუსურვებ მათ! თან იმათ ფონზე! როგორ ვერ წარმომიდგენია, რა უგულობაა ამის კრიტიკა! ბრავო!", - წერს სტეფანე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ წელს ევროვიზიაზე საქართველოს სახელით ნიკა კოჩაროვი & ჯგუფი Young Georgian Lolitaz იმყოფებიან. გუშინ მეორე ნახევარფინალური შოუ გაიმართა, სადაც ევროპის 18 მონაწილე ქვეყნიდან, ქართველები საუკეთესოთა შორის მოხვდნენ და ფინალში გადავიდნენ, რომელიც 14 მაისს გაიმართება.