გუშინ, 12 მაისს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალური შოუ გაიმართა, რომელშიც ევროპის 18-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველომ.
ქართველი კონკურსანტები, ნიკა კოჩაროვი & ჯგუფი Young Georgian Lolitaz ევროფესივალის მილიარდობით მაყურებლის წინაშე მე-16 ნომრად წარსდგნენ, სიმღერით Midnight Gold.
ევროპის 18 ქვეყნიდან, გუშინ მხოლოდ ათს გაუმართლა და გრანდიოზულ ფინალში მოხვდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფინალისტების გამოცხადების დროს ქართველ კონკურსანტებს ბევრი ნერვიულობა არ მოუწიათ, რადგან წამყვანებმა მეორე ფინალისტად სწორედ საქართველო დაასახელეს.
ფინალში გადავიდნენ:
ლატვია
საქართველო
ბულგარეთი
ავსტრალია
უკრაინა
სერბეთი
პოლონეთი
ისრაელი
ლიტვა
ბელგია
ფინალური შოუ 14 მაისს საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება, ცნობილია, რომ ქართველი კონკურსანტები გრანდიოზული ფინალის მეორე ნახევარში იმღერებენ.