გოგონა 20 წლისაა. უკვე ერთი წელია ევროპაში წამყვან სააგენტოებთან თანამშრომლობს და მთავარ მიზნად Dolce and Gabbana-ს ჩვენებაზე გამოსვლა აქვს დასახული. ბიჭი 22 წლისაა და მისი სახელი მსოფლიო დონის მოცეკვავეებს შორის იკითხება. მათი რომანის შესახებ საუბარი გასულ წელს დაიწყეს, მაგრამ Love Story-ს ამბავი სულ ცოტა ხნის წინ დაადასტურეს. ქართული OK! ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური წყვილის – ანა ახვლედიანისა და ოთო ფოლადაშვილის ცხოვრებით დაინტერესდა. ანა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ ცოტა ხნის წინ, ფეხის ტრავმის გამო გამოეთიშა. გადაცემის მე-6 სეზონში აღარც ოთო გამოჩენილა.
“ოთო ძალიან ემოციური და რომანტიკულია. თავიდან მეგონა სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავეები ნაკლებად მამაკაცურები იყვნენ. ოთოსთვისაც ნათქვამი მაქვს, მაგრამ ეს ასე არაა. ცეკვის დროსაც კი საოცრად მამაკაცური და ქარიზმატულია. ხშირად მიკეთებს სიურპრიზებს. ყველაზე კარგად 8 მარტი მახსენდება. ორ დღეში ლონდონში მივფრინავდი. შინ ვიყავი. დამირეკა და მთხოვა ჩამოდი, მანქანით გავისეირნოთო. ჩავედი და რესტორანში წამიყვანა. რომანტიკული ვახშამი გვქონდა. გული ამიჩუყდა და ვიტირე კიდეც. თან ცოტა ნაჩხუბრები ვიყავით იმ დღეს. მოგვიანებით, მანქანაში ვისხედით და რადიო იყო ჩართული. წამყვანი გოგოსა და ბიჭის ურთიერთობაზე ლაპარაკობდა. ოთოს ვუთხარი, ჩვენს ამბავს ჰგავს-მეთქი. ბოლოს ჩვენი სახელები გავიგე: „ანა, ოთოს სულ ეყვარები, სადაც არ უნდა იყო...“ მივხვდი, რომ ჩვენზე იყო საუბარი”.
შეიძინეთ OK!-ს მაისის ნომერი და გაიგეთ მეტი ოთოსა და ანას Love Story-ზე.