დღეს, 12 მაისს, 23:00 საათზე, „გლოუბ არენაზე“ ევროვიზიის მეორე ნახევარფინალური შოუ გაიმართება, სადაც საქართველოს წარმომადგენლები, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz მაყურებლის წინაშე წარსდგებიან.
მეორე ნახევარფინალის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის წესების თანახმად ქართველებს საქართველოს ტერიტორიიდან ხმის მიცემა არ შეგვიძლია. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად ქართველ ემიგრანტებს საშუალება ეძლევათ მხარი დაუჭირონ საქართველოს წარმომადგენელს ევროვიზიის კონკურსზე.
ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ცხოვრობენ: ლატვიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ისრაელში, ბელორუსიაში, სერბეთში, ირლანდიაში, მაკედონიაში, ლიტვაში, ავსტრალიაში, სლოვენიაში, იტალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ბულგარეთში, დანიაში, უკრაინაში, ნორვეგიაში, ალბანეთში ან ბელგიაში შეუძლიათ SMS-ების და ზარების საშუალებით მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროფესტივალზე. ამისათვის აუცილებელია უყურონ საკუთარი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს და მიყვნენ ეკრანზე გამოსახულ ინსტრუქციას.
წყარო: escgeo.com