ქართული OK! წარმოგიდგენთ ახალგაზრდა, ნიჭიერ ქართველ მუსიკოსს, ტექნომუსიკის შემსრულებელსა და პროდიუსერს ათუკა ედიშერაშვილს – A2K-ს, რომელმაც საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მოასწრო გამხდარიყო უნიკალური ექსპერიმენტული მუსიკალური შოუს ერთ-ერთი შემქმნელი და მონაწილე. ათუკას შემოქმედებით პროფილზე უფრო დაწვრილებით, ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.
“მუსიკა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. შემდეგ მოვიდა კლუბებში სიარულის ასაკი. მახსოვს, გონიოში, ერთ-ერთ კლუბში ძალიან მომხიბლა ტექნომუსიკამ. თუმცა რაც მეტს ვუსმენდი, ვაანალიზებდი, რომ იყო მასში რაღაც, რაც ძალიან მომწონდა და იყო ის, რაც არ მომწონდა. შემდეგ გადავწყვიტე თავად შემექმნა ისეთი მუსიკა, რომელიც თავიდან ბოლომდე მომეწონებოდა.
იყო ასეთი პიროვნება – ბაბა, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველა თბილისელ დიჯეის ასწავლა დაკვრა. მეც ვისწავლე მასთან, მეტ-ნაკლებად დავიხვეწე. შემდეგ მივაგენი ექსპერიმენტულ ბენდს TSU ART, რაც მაშინ ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. და აი, დღეს სიმფონიურ ორკესტრამდეც მოვედი”.
შეიძინეთ OK!-ს მაისის ნომერი და გაიგეთ მეტ ახალგაზრდა და ნიჭიერ მუსიკოსზე.