2015/2016 წლებში ყველასთვის საყვარელი და ნომერ პირველი სოციალური ქსელი Facebook ერთადერთი კომპანია აღმოჩნდა, რომლის ფინანსური მარჟაც ყველაზე მეტად გაიზარდა. ალბათ, ფიქრობთ, რომ ამ გიგანტი კომპანიის ერთადერთი მფლობელი მხოლოდ მარკ ცუკერბერგია, ეს ასე ნამდვილად არ არის, კომპანიის ფინანსური წილები ძალიან ბევრ ადამიანსა და კომპანიაზე გადანაწილებული, რომლებიც Facebook-ის საპროცენტო წილს ფლობენ და აქედან უზარმაზარ შემოსავალს იღებენ.
ვინ ფლობს Facebook-ს?
Facebook-ის 30% ეკუთნის კომპანიის თანამშრომლებს, რაც დაახლოებით 15 მილიარდ დოლარს შეადგენს;
24%-ის მფლობელი გახლავთ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, რომლის წლიური შემოსავალიც 12 მილიარ დოლარს შეადგენს;
6%-ს ფლობს, კომპანიის თანადამფუძნებელი დასტინ მოსკოვიჩი, რაც დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს შეადგენს წელიწადში;
4%-ს ფლობს ამერიკელი ქველმოქმედი და მეწარმე სან პარკერი, რაც დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს წელიწადში;
5%-ის მფლობელი გახლავთ ასევე თანადამფუძნებელი ედუარდო სავერინი. მისი შემოსავალი კომპანიიდან, წელიწადში 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს;
10%-ის მფლობელი გახლავთ, რუსული საინვესტიციო ფონდი Digital Sky Technologies, რაც ჯამში 5 მილიარდ დოლარს შეადგენს;
Facebook-ის აქციების 0.8%-ს ამერიკული მრავალეროვნული საინვესტიციო საბანკო ფირმა The Goldman Sachs Group-ი ფლობს, რომლის ანგარიშზეც ყოველწლიურად 400 მილიონი დოლარი ირიცხება, ხოლო, ამ კომპანიის კლიენტების ანგარიშზე სოციალური ქსელის 3% მოდის, ეს კი, დაახლოებით 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს;
1.5%-ის მფლობელი გახლავთ ერთ-ერთი უძველესი სარისკო კაპიტალების ფირმა Greylock Partners, რაც წელიწადში 750 მილიონ დოლარს შეადგენს;
ასევე, 1.5%-ის მფლობელი გახლავთ ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია Meritech Capital Partners-ი, რაც წელიწადში, ასევე, 750 მილიონ დოლარს შეადგენს;
Facebook-ის 3%-ის მფლობელი გახლავთ PayPal-ის დამფუძნებელი და Clarium Capital-ის პრეზიდენტი პიტერ თიელიც, რომლის შემოსავალიც კომპანიის ანგარიშიდან წელიწადში 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს;
1.5%-ის მფლობელი გახლავთ, ყველსთვის კარგად ცნობილი ჯგუფის U2-ს სოლისტი Bono, რომლის ანგარიშზეც ყოველწლიურად 750 მილიონი დოლარი ირიცხება;
Facebook-ს ასევე ჰყავს სხვა ინვესტორებიც, რომელებიც ჯამში კომპანიის 9.7%-ს ფლობენ, ეს კი, $4.85 მილიარდ დოლარს შეადგენს.