ქართული ელექტორნული მუსიკის ფესტივალი GEM Fest წელს იმითაც იქნება განსაკუთრებული, რომ სტუმრები არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ შუა ზღვაშიც შეძლებენ მხიარულებას. მსოფლიო მუსიკოსების ვირტუოზული შესრულებას წელს შავი ზღვის ტალღებიც დაამშვენებს, რადგან Gem Fest-ის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, VIP სტუმრებს 800 ადამიანზე გათვლილი გემი NIS მოემსახურება, რომელსაც გიორგი სიგუა სპეციალურად თურქეთიდან გამოამგზავრებს და ფესტივალს კრუიზტურიც დაემატება.