ქართული ალტერნატიული/ინდი როკჯგუფი Loudspeakers, რომელიც 2009 წელს ჩამოყალიბდა და ქართველი და უცხოელი მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა, პირველ ვიდეოკლიპზე მუშაობს. Loudspeakers-ი კლიპს ყველაზე ცნობილ ჰიტზე World in my eyes იღებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯგუფ LOUDspeakers-ის მენეჯერმა პირველი ექსკლუზიური კომენტარი სწორედ OK!-სთან გააკეთა.
„კლიპზე პოლონელი რეჟისორი ემანუელა ოსოვსკა მუშაობს, აღნიშნული სინგლი ყველაზე პოპულარულია და ჩავთვალეთ, რომ კლიპი აუცილებლად უნდა გვქონოდა. „პოსტ პროდაქშენზე“ მინიმუმ 1 თვე დაგვჭირდება. პრეზენტაციას ივნისის შუა რიცხვებში ვგეგმავთ ჩვენს კონცერტზე, სადაც ჩვენს გარდა, მონაწილეობას მიიღებს ჩვენი მეგობარი ბენდი უკრაინიდან Epolets-ი. ამ ინფორმაციას პირველად თქვენთან ვამხელთ.
უახლოეს მომავალში კიდევ 2 სიმღერაზე ვაპირებთ კლიპის გადაღებას. ამ ზაფხულს აუცილებლად ნაყოფიერად გამოვიყენებთ. ასევე, ვგეგმავთ რეგიონალურ ტურნეს, რომელსაც მალე დავაანონსებთ".