შვედური კომპანიის Volvo-ს პროექტი Drive Me, რომელიც მიზნად ისახავს 2020 წელს ჩინეთისთვის თვითმავალი ავტომობილების წარმოებას, აქტიურ ფაზაში შედის.
ინიციატივა Drive me მიზნად ისახავს კომპანიის XC90 სერიის ავტომობილების ტექნოლოგიურ განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას და პროგრამულ უზრუნველყოფას.
მოწყობილობა A 360 Surround View ავტომობილს საშუალებას აძლევს გაააქტიუროს "ადაპტური კრუიზ კონტროლი", რაც მას გარემოს შეგრძნების ფუნქციას ანიჭებს და ავტოკატასტროფებისა და მოულოდნელი ინციდენტებისგან იცავს. პროგრამა ავტომატურად არეგულირებს ავტომობილის სიჩქარეს, მანევრირებასა და დამუხრუჭებას.
Volvo-ს ახალი ავტომობილს თვითმავალის ფუნქცია ექნება და 2020 წლისთვის ჩინეთის გადატვირთულ ავტომაგისტრალებზე მოძრაობას უსაფრთხოდ შეძლებს.
სატესტო ავტომობილს უკვე ჩაუტარდა „ტესტდრაივი“ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, ცნობილი ხდება, რომ ჩინეთის ხელისუფლება აღნიშნული იდეის მიმართ დადებითად არის განწყობილი და ავტომობილის შექმნის პროცესს გულდასმით აკვირდება.