34 წლის მომღერალმა, Lady Gaga-მ სახელი მისი განსხვავებული და თამამი იმიჯით ნამდვილად გაითქვა. დიდი პოპულარობიდან გამომდინარე ვარსკვლავი პაპარაცების ობიექტივასი საკამოდ ხშირად ხვდება, თუმცა ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს და მუდამ შესანიშნავ ფორმაშია. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის რომში, სასტუმროში დაბრუნებისას შენიშნეს.
მომღერალმა დახვეწილი და გემოვნებიანი იმიჯი მოირგო. მას ლეოპარდის პრინტის მქონე, ასიმეტრიული კაბა ეცვა, რომელსაც შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მწვანე ფერის ჩანთა შეუხამა. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად კი გაგამ ბრილიანტის აქსესუარები შეარჩია.