19 წლის მომღერალი, ბილი აილიში დროს ფუჭად ნამდვილად არ კარგავს. გასულ კვირას მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალ ალბომზე მუშაობს, ახლა კი ტანისამოსის საკუთარი ბრენდის ახალი კოლექცია The World's A Little Blurry წარადგინა და ფოტოები მის ინსტაგრამ გვერდზე განათავსა.
ამასთან ერთად ბილიმ განაცხადა, რომ სამოსი მისი უახლესი კოლექციიდან არის უმაღლესი ხარისხის და ეკო მეგობრული. “მიუხედავად იმისა, რომ ახალი კოლექციის სამოსი შედარებით ძვირია, ყველაფერი არის დამზადებული ეკო მეგობრულად და გარემოს საფრთხეს არ უქმნის.” - წერს მომღერალი.