72 წლის ფრანგი მსახიობი,რომელმაც მაყურებელს არაერთი საკულტო ფილმი აჩუქა კვლავ სკანდალში გაეხვა. საქმე ამჯერად მის მიერ სავარაუდოდ განხორციელებულ ძალადობას ეხება, რომელიც 2018 წელს 20 წლის გოგონასადმი განხორციელდა.
ადვოკატები გოგონის სახელსა და გვარს არ აცხადებენ, თუმცა ცნობილია რომ მის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტი დეპარდიეს სახლში ორჯერ განხორციელდა. მიზეზი კი, რატომაც გოგონა ადგილზე იმყოფებოდა მათი კარიერული კვეთა და დეპარდიეს სურვილი იყო,რომ მას რეპეტიციებში დახმარებოდა.