24 წლის მსახიობი ქლოე გრეის მორეტსი პაპარაცების ობიექტივში არც თუ ისე ხშირად ხვდება, თუმცა ამჯერად მან გამონაკლისი დაუშვა და ლოს-ანჯელესის ქუჩებში გამოჩნდა. მსახიობმა გემოვნებიანი იმიჯი მოიხდინა და ფანებს მისი გამოჩენით იმედები ნამდვილად არ გაუცრუა.
მსახიობს შავი მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა, რომელსაც ყავისფერი პიჯაკი ბრენდ Louis Vuitton-ის მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან და ამავე ბრენდის ჩანთასთან ერთად შეუხამა.