23 წლის ვარსკვლავი კაილი ჯენერი გემოვნებიანი ჩაცმის სტილით ნამდვილად გამოირჩევა. სოციალურ ქსელში ის საკმაოდ აქტიურია და ხშირად უზიარებს გამომწერებს ფოტოებს, სადაც სხვადასხვა გლამურულ და სექსუალურ იმიჯს ირგებს. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც მან ინსტაგრამზე რამდენიმე ახალი სურათი განათავსა.
უახლეს კადრებში კაილიმ ბრენდ Tyrel-ის 183,33 ფუნტის ღირებულების ორეული მოირგო, რომელსაც ვერცხლის აქსესუარები და მაღალქუსლიანი, ბეჟი ფეხსაცმელი შეუხამა.