24 წლის ჰეილი ბოლდვინი პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდება, თუმცა ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს და მუდამ შესანიშნავ ფორმაშია. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის ნიუ-იორკში მეგობართან, ჯასთინ სქაისთან ერთად შენიშნეს. წყაროს ინფორმაციით ისინი ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთ რესტორანს ეწვიენ.
ჰეილიმ არჩევანი მონოქრომულ სტილზე შეაჩერა. მას ფორთოხლისფერი, ტყავის, კლასიკური ორეული ეცვა, რომელიც დიზაინერ Magda Butrym-ის ეკუთვნის ფასი კი 1270 ფუნტს შეადგენს. იმიჯს მოდელმა ამავე ფერის ტყავის ჩანთა და ბეჟი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.