YSL - ეს არის მოდასა და ხელოვნებას შორის შექმნილი სამარდჟამო დიალოგი, კულტურის ძახილი, რომელიც ფრანგული ოტ კუტიურის ფენომენალურობას და 1960-იანი წლების შემდგომ მოდაში უწყვეტ გავლენას აღნიშნავს. ეგზოტიკური ადგილებითა და ხელოვნების ნიმუშების შთაგონებით შექმნილი ივ სან ლორანის დამახასიათებელი და მარადიული სტილი, დამეთანხმებით, დღესაც ბევრი ადამიანის ინსპირაციის წყაროა. ცოტა დიზაინერს თუ შეუძლია დაიკვეხოს, რომ ქალის სამოსზე ისეთი ზეგავლენა მოახდინა, როგორიც თავად ივ სან ლორანმა. ივი იყო შემოქმედი, რომელმაც ღირსშესანიშნავი ხედვით ქალის სამოსი გაარევოლუციონერა. წარმოგიდგენთ ლეგენდარული დიზაინერის 7 ცნობილ გამონათქვამს.
"მოდა დროებითია, სტილი - სამუდამო."
"მე არ ვარ კუტიურიე, მე ვარ ხელოვანი, რომელიც ბედნიერებას ქმნის."
"სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, მაგრამ მეგობრობა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი."
"მე ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ მოდა - ეს ხელოვნებაა. მე მივყევი ჩემი ოსტატის კრისტიან დიორის რჩევებს, ვცდილობდი შემექმნა ჩემი ეპოქის შესაბამისი სამოსი და მეწინასწარმეტყველა თუ რა იქნებოდა ხვალ."
"ქალები, რომლებიც მოდას მისდევენ დიდ საფრთხეში არიან დაკარგონ ბუნებრივი ელეგანტურობა."
"წლების განმავლობაში ვისწავლე ის, რა არის კაბაში ყველაზე მნიშვნელოვანი - ქალი, რომელსაც ის აცვია."
"ელეგანტურობა ეს მოძრაობის მეთოდია, ეს არის ცოდნა, მოერგო ცხოვრების ყველა გარემოებას. თუ გულის ელეგანტურობა არ არსებობს, მაშინ არ არსებობს არანაირი ელეგანტურობა."