51 წლის მომღერალი გვენ სტეფანი დიდი პოპულარობის მიუხედავად სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა ამჯერად მან გამონაკლისი დაუშვა, როდესაც ინსტაგრამზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის ცნობილი ჟურნალის Wonderland-ის გარეკანს ამშვენებს.
ჰიტ No Doubt-ის შემსრულებელმა ინსტაგრამზე სამი ფოტო განათავსა. გარეკანის ფოტოში მას შავ-თეთრი დავარდნილი კაბა აცვია, ხოლო სხვა კადრებისთვის მან მეტად სექსუალური იმიჯი მოირგო.