კარდაშიანებისა და ჯენერების ოჯახისთვის სატელევიზიო შოუ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შემოსავლის მომტანი საქმიანობა იყო, სავარაუდოდ რამაც განაპირობა ის ფაქტიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ ეკრანებზე Keeping Up With Kardashians-ის ბოლო სეზონი ვიხილეთ, ამიტომაც უცხო არავისთვისაა რომ მულტიმილიონიან ქონებას ვარსკვლავები საკუთარი ბიზნესებით აგროვებენ, რომელშიც უმთავრესი ადგილი ქალის კოსმეტიკასა და სამოსს ეთმობა.
მაგალითად, კაილი ჯენერი Forbes-ის ყველაზე მდიდარ ადამიანებში სწორედ Kylie Cosmetics-ის წყალობით მოხვდა, კიმის მთავარი ხაზი კი - Skims-ი გახლავთ, პერიოდულად გოგონები ერთმანეთთან კოლაბორაციითაც გვანებივრებენ, ახლა კი, ბაზარზე ახალი მოთამაშე ჩნდება, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები - კრის ჯენერია, რომელიც აქამდე თავად ირგებდა ქალიშვილების მენეჯერის როლს.
65 წლის ვარსკვლვლავმა TMZ-ის ცნობით საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ შექმნას ბრენდები - Kris Jenner Skincare, Kris Jenner Beauty და Kris Jenner Skin, რომლებიც სულ მალე თავის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანს შემოგვთავაზებენ.