30 წლის მომღერალი, რიტა ორა ახლა ავსტრალიაში იმყოფება, სადაც პოპულარული გადაცემის The Voice-ის ერთ-ერთი ჟიურის წევრია, თუმცა ახლახანს ის The Drew Barrymore-ის შოუში მიიწვიეს.
ცოტახნისწინ კი უცხოურმა მედიამ ექსკლუზიური ფოტოები გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, რომ გადაცემისთვის რიტამ მეტად დახვეწილი იმიჯი მოიხდინა. მას ფლორალური კაბა ეცვა, რომელსაც ვარდისფერი წინდები და წითელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.