24 წლის სუპერმოდელი, ჰეილი ბოლდვინი საკმაოდ მოთხოვნადი და პოპულარული სახეა, რომელიც უამრავ ცნობილ ბრენდთან და დიზაინერთან თანამშრომლობს. უკანასკნელი რამდენიმე კვირაა ის აქტიურად არეკლამებს მომღერალი Beyonce-ს ბრენდის, Ivy Park-ის და Adidas-ის კოლაბორაციით შექმნილ კოლექციას, თუმცა ახლახანს მან Versace-ს გადაღებაშიც მიიღო მონაწილეობა
მოდელი ბდრენდის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას არეკლამებს და ფერად იმიჯს ირგებს. გავრცელებულ ფოტოებში მას ცისფერი მაისური და ჭრელი ნახატებით გაფორმებული ყვითელი კაბა აცვია, რომელსაც ასევე ფერადი ჩანთა შეუხამა.