Candace Bushnell-ის 1977 წლის წიგნის ადაპტაცია "სექსი დიდ ქალაქში", მრავალი ემის ჯილდოს და ოქროს გლობუსის მფლობელი პოპულარული სერიალი, HBO-ს ამერიკული სატელევიზიო პროექტი ბევრი ადამიანისთვის ჩაცმის, დახვეწილი სტილის და გემოვნებიანი ქალბატონების ასოციაციას დღემდე ქმნის. სერიალის მთავარი პერსონაჟი ქერი ბრედშოუ საზოგადოებაში ხშირად განიხილება, როგორც 90-იანი წლების საკულტო ჩაცმულობების და ყველაზე განსხვავებული სტილის მქონე ქალბატონი, რომლის როლსაც სარა ჯესიკა პარკერი ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი ეკრანებს უბრუნდება. რომანტიკული კომედიის უახლეს სეზონს მაყურებელი ძალიან მალე იხილავს, თუმცა რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ მასში მაყურებელი მისტერ ბიგის პერსონაჟს ვეღარ იხილავს.