25 წლის ქენდალ ჯენერი ბოლო პერიოდია აქტიურად ხვდება კრიტიკის ობიექტი. სულ ცოტა ხნის წინ, ის ფოტოშოპის გამოყენების "ბრალდებით" სრულად სოციალურმა მედიამ გაკიცხა, ახლა კი ყველაფერი გაცილებით შორს წავიდა, რადგან საქმე ვარსკვლავის ახალ ბიზნესსა და ბრენდს ეხება.
როგორც გაირკვა, ქენდალი ბოლო ოთხი წლის მანძილზე საკუთარ გუნდთან ერთად ცდილობდა ყველაზე გემრიელი ტეკილის შექმნას, "ათასობით ბრმა ტესტისა და ანონიმურ შეჯიბრებებში მონაწილეობის შემდეგ, ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით. ბოლო წელია მხოლოდ Drink818-ს ვსვამთ და ერთი სული გვაქვს, როდის მოვიტანთ მას თქვენამდე," - დაწერა მან ინსტაგრამზე.
რაც შეეხება კრიტიკას, ქენდალი კულტურული ფასეულობების მითვისებაში დაადანაშაულეს, "თეთრკანიანი ცნობილების იდეები, რომლეიც ითვისებენ ჩვენს ტრადიციებს და აქცევენ მას ბიზნესად,"-აღნიშნა ერთმა გამომწერმა, დანარჩენები კი, წერენ რომ ქენდალმა მექსიკის კულტურის შესახებ არაფერი იცის და ისიც კი ვერ შეძლო სასმელის გემო აღეწერა.