ცნობილი მსახიობის ჯონი დეპის და მომღერლის ვანესა პარადისის 21 წლის ქალიშვილი, მოდელი ლილი-როუზ დეპი პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ იშვიათად ხვდება, თუმცა როგორც ჩანს ახალგაზრდა ვარსკვლავმა ამჯერად გამონაკლისი დაუშვა, როდესაც ის ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა.
პროდუქტების საყიდლად მიმავალმა მოდელმა არჩევანი კომფორტულ იმიჯზე შეაჩერა. მას შავი მაისური და შარვალი ეცვა, რომელსაც Chanel-ის კედები და Swildens x Pyrenex-ის, დუტი ქურთუკი შეუხამა.