უკვე რამდენიმე წელია 26 წლის მოდელი, ვინი ჰარლოუ მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული სახეა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პაპარაცები მის თითოეულ ნაბიჯს დაჰყვებიან და გამონაკლისი არც უკანაკსნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის მეგობარ მამაკაცთან, კაილ კუზმასთან ერთად შენიშნეს.
წყვილი კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანს, Nobu-ს ეწვია. ვინიმ გლამურული, ვარდისფერი კაბა და ბეჟი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო, რომელსაც ამავე ფერის, Fendi-ს 2039,02 ფუნტის ღირებულების ჩანთა შეუხამა.