34 წლის მომღერალი ლედი გაგა არაჩვეულებრივი იმიჯით და ჩაცმის სტილით გამოირჩევა. ახლახანს კი მან დახვეწილი და გემოვნებიანი სამოსი ძვირადღირებული, მაჯის საათების ბრენდ Tudor-ის რეკლამირებისთვის მოიხდინა.
მომღერალმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ახალი ფოტოები გამოქვეყნა, რომლებშიც მას თეთრი პერანგი, შავი, კლასიკური შარვალი და ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. მის იმიჯს კი რათქმაუნდა Tudor-ის ძვირფასი მაჯის საათი ამშვენებს.