უკანასკნელი რამდენიმე კვირაა 39 წლის მომღერალი Beyonce საკუთარი ბრენდის Ivy Park-ის და Adidas-ის კოლაბორაციით შექმნილ კოლექციას, Icy Park-ს აქტიურად არეკლამებს. უამრავ ფოტოებში თავად მომღერალს შეხვდებით, თუმცა არანაკლებ ხშირად შეამჩნევთ ცნობილ მოდელს ჰეილი ბოლდვინსაც. ახლა კი ბრენდის რეკლამირებაში Beyonce-ს რვა წლის ქალიშვილი ბლუ აივი ჩაერთო.
უახლეს კადრებში Beyonce-მ მის ქალიშვილთან ერთად ფერადი, სპორტული სამოსი არაჩვეულებრივად მოიხდინა. აღსანიშნავია, რომ ფოტოებში ბლუს გამოჩენას ფანების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა.